ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას
და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·
მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს
პროექტის მიზანს;
·
არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ
(ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები
და სხვ.);
·
არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ
სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს
და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·
შესავალში აყალიბებს წინასწარი
კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·
პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს
დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·
დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს
მოსალოდნელ შედეგებს;
·
დამაჯერებლად პასუხობს პროექტის
შესახებ დასმულ შეკითხვებს.
21-
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
No comments:
Post a Comment