გენდერული უთანასწორობა ყველა ეპოქის თანმდევი პრობლემაა, ამ მხრივ გამონაკლისი არც მე-19 საუკუნე ყოფილა. ღიად თუ დაფარულად არაერთ ნაწარმოებში, პუბლიცისტურ წერილებსა თუ სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში იწერებოდა ამ თემის შესახებ. თავად ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყო პირველი, რომელმაც ქალთა უფლებების დასაცავად ღიად გაილაშქრა.
საბედნიეროდ, დღეს ტენდენციები მეტნაკლებად იცვლება, არაერთი ორგანიზაცია გამოჩნდა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს სქესის განურჩევლად. თუმცა, გვიჭირს "ოქროს შუალედის" დაცვა და კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი, რათა საბოლოოდ დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რომლებიც უფრო მეტად რეგრესულებს გვხდის, ვიდრე პროგრესულებს.
გენდერული უთანასწორობის ჩვენება სხვადასხვა ეპოქაში, მთავარი პრობლემებისა და სტერეოტიპების გამოკვეთა და მსჯელობა პრობლემის გადაჭრის გზებზე.
No comments:
Post a Comment