Thursday, July 6, 2017

მე 9 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მეტად დატვირთული და საინტერესო იყო. გავაკეთეთ პრეზენტაციები, კოლეგებისაგან მივიღეთ უკუკავშირი.ვიმუშავეთ პორტფელიოების მოწესრიგებაზე.

Tuesday, July 4, 2017

მე-7 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მეტად დატვირთული და საინტერესო იყო. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, მივიღეთ უკუკავშირი. ვისწავლეთ მასალის დრაივიდან გუგლზე გადატანა.

Saturday, July 1, 2017

მე-6 დღის რეფლექსია

დღევანდელი  მეცადინეობა  შრომატევადი იყო. გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი საკითხები,შემდეგ ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე, სლაიდების შექმნასა და მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და შეფასების საკითხებზე.

Monday, June 26, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

დღეს გადავხედეთ საშინაო დვლებას.მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან. ვისწავლეთ ბმულის შექმნა და გვერდების ჩამატება.

პროექტის იდეა

გენდერული უთანასწორობა ყველა ეპოქის თანმდევი პრობლემაა, ამ მხრივ გამონაკლისი არც მე-19 საუკუნე ყოფილა. ღიად თუ დაფარულად არაერთ ნაწარმოებში, პუბლიცისტურ წერილებსა თუ სხვადასხვა ბეჭდურ გამოცემებში იწერებოდა ამ თემის შესახებ. თავად ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყო პირველი, რომელმაც ქალთა უფლებების დასაცავად ღიად გაილაშქრა.
საბედნიეროდ, დღეს ტენდენციები მეტნაკლებად იცვლება, არაერთი ორგანიზაცია გამოჩნდა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს სქესის განურჩევლად. თუმცა, გვიჭირს "ოქროს შუალედის" დაცვა და კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი, რათა საბოლოოდ დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპები, რომლებიც უფრო მეტად რეგრესულებს გვხდის, ვიდრე პროგრესულებს.

გენდერული უთანასწორობის ჩვენება სხვადასხვა ეპოქაში, მთავარი პრობლემებისა და სტერეოტიპების გამოკვეთა და მსჯელობა პრობლემის გადაჭრის გზებზე.

Monday, June 19, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                                                       ზოგადი კითხვები :

  • როგორ გესმით ქალისა და  მამაკაცის თანასწორობა?
  • რატომ ვიკვლევთ წარსულს?           
                                                        თემატური კითხვები;
  • ვის ეკუთვნის "ოთარანთ ქვრივი:?
  • რიგორი სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა იყო მე-19-მე-20 საუკუნების მიჯნაზე?
  • სოციალ-პოლიტიკურმა  მდგომარეობამ შეუწყო თუ არა ხელი ოთარაანთ ქვრივის ხასიათის ჩამოყალიბებას?

                                                 შინაარსობრივი კითხვები :  

  • რომელი სოციალური წრის წარმომადგენელია ოთარაანთ ქვრივი?
  • რა თვისებების მატარებელია იგი?
  • რა შეხედულება აქვთ სოფლელებს ოთარაანთ ქვრივზე?
  • აქცევს თუ არა ოთარანთთ ქვრივი თანასოფლელების აზრს ყურადღებას?
  • რატომ არ დაარქვა  ავტორმა კონკრეტული სახელი ოთარანთ ქვრივს?
  • ოთარაანთ ქვრივის სახის ჩვენებით რისი თქმა უნდა ავტორს?
  • რა მხატვრულ საშუალებეს იყენებს ავტორი ოთარანთ ქვრივის დასახასიათებლდ?
  • რა აზრისა ხართ თავად თქვენ ოთარანთ ქვრივზე?
  • არიან თუ არა დღეს თანასწორუფლებიანები ქალები და მამაკაცები?
  • სახელმწიფო კანონმდებლობით არის თუ არა ქალების უფლებები?

Sunday, June 18, 2017

პროექტის მიზნები

  • ტერმინის - გენდერული თანასწორობა- განმარტება, ახსნა იმისა, თუ რას გულისხმობენ ეს სიტყვები, რადგან გენდერულ თანასწორობას ხშირად უკავშირებენ  მხოლოდ ქალის ან მხოლოდ მამაკაცის პრივილეგირებულ მდგომარეობას.
  • ნაწამოების გაცნობა, ოთარაანთ ქვრივის სახეზ მსჯელობა, პარალელების გავლება სხვა მწერლების შემოქმედებასთან .
  • "ოთარაანთ ქვრივში" გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ავტორის ჩანაფიქრის სწორი კუთხით დანახვა.
  • ოთრაანთ ქვრივის სახის ჩვენებით დღეს არებული სტერეოტიპების დამსხვრევა, ჩვენება იმისა, რომ ქალს შეუძლია იყოს მამაკაცისაგან დამოუკიდებელი,
  • მოსწავლეები მიიღებენ დავალებას ბეჭდური და ინტერენმედიის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. 
  • ამ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია, მსჯელობა, მოსწავლეთა აზრის გაგება.

მე-4 დღის რეფლექსია

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. გავიგეთ, თუ როგორი შინაარსისა უნდა  იყოს ზოგადი,თემატური და შინაარსობლივი კითხვები.

Sunday, June 11, 2017

მე -3 დღის რეფლექსია

დღეს გავეცანი პროექტის იდეას,სტანდარტებს და სტანდარტების სესაბამის მიზნებს.

პროექტის მიზნები;


 

სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები

ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                          
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·         დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;

·         დამაჯერებლად პასუხობს პროექტის შესახებ დასმულ შეკითხვებს.

21-


     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

სტანდარტები

ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
                          
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჯგუფთან ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო პროექტი;
·         მკაფიოდ და ნათლად აყალიბებს პროექტის მიზანს;
·         არჩევს მასალას პროექტის საპრეზენტაციოდ (ციტატები, მოსაზრებები, არგუმენტები, კვლევის შედეგები, ფაქტები, სტატისტიკური მონაცემები და სხვ.);
·         არჩევს და იყენებს პროექტის საპრეზენტაციოდ სხვადასხვა ვიზუალურ საშუალებას (პლაკატებს, სქემებს, დიაგრამებს, ასოციაციურ რუკებს და ა. შ.), რითაც უადვილებს პროექტის აღქმას აუდიტორიას;
·         შესავალში აყალიბებს წინასწარი კვლევის შედეგებს, პროექტის ძირითად მიმართულებებს და განსაზღვრავს ფორმატს;
·         პროექტის ძირითად ნაწილში წარმოადგენს დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზებსა და საშუალებებს;
·         დასკვნით ნაწილში განსაზღვრავს მოსალოდნელ შედეგებს;